02 ოქტომბერი 2022,   20:19
ვრცლად
ის მარცხი, რაც ისტორიის მანძილზე, ბოლო პერიოდში ვნახეთ, არ არის ბედისწერა და ჩვენ ერთიანობით შეგვიძლია ამ ყველაფრის შეცვლა- პაატა მანჯგალაძე 

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 30-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მოქალაქეებმა, ომის ვეტერანებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 

როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი აცხადებს, მარცხი რაც ბოლო პერიოდის მანძილზე ახსოვს საქართველოს, არ არის ბედისწერა და ამ ყველაფრის შეცვლა ერთიანობით შესაძლებელია. 

"ნებისმიერი წარმატებული სახელმწიფო დგას გმირების პატივისცემაზე და დღეს, ჩვენ ამ ადგილზე სწორედ იმან მოგვიყვანა, რომ ეს ადამიანები საქართველოს ერთიანობისთვის იბრძოდნენ. მე მინდა ვთქვა, რომ ის მარცხი, რაც ისტორიის მანძილზე, ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ, არ არის ბედისწერა და ჩვენ ერთიანობით შეგვიძლია ამ ყველაფრის შეცვლა,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

დღის ამბები