02 ოქტომბერი 2022,   19:16
ვრცლად
საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დილიდან გმირთა მოედანზე მიდიან და მემორიალს გვირგვინით ამკობენ

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები, ომის ვეტერანები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დილიდან გმირთა მოედანზე მიდიან და მემორიალს გვირგვინებით ამკობენ.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიაგო.

"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს გვახსოვდეს რამდენად მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ნდობის აღდგენისა და შერიგების გზით მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს საქართველოს გაერთიანებასთან მიმართებით, რათა ასეთი ტრაგედიები არასდროს განმეორდეს,"- განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

დღის ამბები