02 ოქტომბერი 2022,   03:11
ვრცლად
იერუსალიმში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია

იერუსალიმში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევა იერუსალიმის ისტორიულ უბანში, გოდების კედელთან მოხდა, როდესაც უცნობმა პირებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. პოლიციის განცხადებით, ინციდენტი შესაძლოა ტერორისტული თავდასხმა იყოს.

ამ დროისთვის უცნობია, ზუსტად რამდენი პირი მონაწილეობდა თავდასხმაში. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები სულ მცირე 2 ეჭვმიტანილს ეძებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 

დღის ამბები