05 ოქტომბერი 2022,   16:10
ვრცლად
თალიბებმა ქაბულში ავღანელი ქალების საპროტესტო აქცია დაარბიეს

თალიბებმა ქაბულში ავღანელი ქალების საპროტესტო აქცია ჰაერში გასროლით დაარბიეს. 40-მდე დემონსტრანტი ავღანეთის დედაქალაქში ქალთა უფლებების დასაცავ მსვლელობაზე შეიკრიბა. თალიბანის მებრძოლებმა აქციის მონაწილეებს მობილური ტელეფონები წაართვეს.

ეს არის ერთ-ერთი პირველი ქალთა პროტესტი მას შემდეგ, რაც 1 წლის წინ თალიბანის მოძრაობამ ქაბული დაიკავა.

გასული წლის განმავლობაში მოძრაობის ლიდერებმა ქალთა მიმართ არაერთი დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის ქალებს საჯარო სამსახურში დასაქმება, საშუალო განათლების მიღება და მამაკაცის თანხლების გარეშე ავტომობილით 70 კილომეტრზე მეტის გავლა ეკრძალებათ.

დღის ამბები