06 დეკემბერი 2022,   06:57
ვრცლად
ღარიბაშვილი - ომის შემდეგ სააკაშვილმა დაიწყო რუსულ ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, 2009 წლიდან დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, ამის შესახებ პრემიერმა მუხათგვერდში განაცხადა.

„მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენო, დღეს რომ გამოდიან და თავს რომ დებენ დიდ პატრიოტობაზე, მათ მინდა შევახსენო - აგვისტოს ომის შემდეგ, რამდენიმე თვე იყო გასული აგვისტოს ომიდან და სააკაშვილმა, უკვე 2009 წლიდან, დაიწყო რუსულ სახელმწიფო ორგანიზაციებზე სტრატეგიული ობიექტების გადაცემა. გახსოვთ მაშინ, ჩვენ მოვისმინეთ, რომ რუსულ ფულს თურმე მაშინ სუნი არ ჰქონდა.  მეორე - სააკაშვილის ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.  მესამე - სააკაშვილის ხელისუფლებამ ომის შემდეგ არავითარი ქმედება არ განახორციელა, რომ თუნდაც სანქციების ორგანიზება გაეკეთებინა, რომ დაეწყოთ მუშაობა, იმისთვის, რომ გარკვეული სანქციები დაკისრებოდა რუსეთს, ოკუპაციის გამო. მას შემდეგ, რაც გრძელდებოდა მთელი ის ქმედებები, რაც დღესაც გრძელდება. ამის ნაცვლად მათ ცალმხრივად გაუხსნეს უვიზო რეჟიმი, გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს სტრატეგიული ობიექტები და შემდეგ უკვე ვნახეთ, რომ მხარი დაუჭირეს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები