



თეთრი არაგვის ხეობაში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია. "კურიერის" ინფორმაციით, ყველა ცხედარი იდენტიფიცირებულია - მათ დღეს, საკუთარ ოჯახებში გადაასვენებენ. გამოძიება გრძელდება. გუშინ საქართველოში გლოვის დღე იყო.
მთავარი კითხვა, რასაც ოფიციალური პასუხი გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა გასცეს არის ის, თუ რა მიზეზით დაკარგა ვერტმფრენმა მართვა. განიხილება რამდენიმე ვერსია, ესენია რთული ამინდის და ქარის გავლენა, ტექნიკური დაზიანება ან პილოტის შეცდომა.