31 მარტი 2023,   10:26
ვრცლად
ხულოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას, 26 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა 

ხულოს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და შედეგად, 26 წლის მამაკაცი დაიღუპა, დაშავებულია ერთი პირი.

შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მაშინ მოხდა, როდესაც სატვირთო ავტომობილმა გზის სავალი ნაწილი დატოვა და ხევში გადავარდა.

როგორც "რუსთავის 2-ს"  შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები