



მარნეულში, უბედურ შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საკანალიზაციო ჭაში 2 პირი ჩავარდა. მუშამ, რომელიც ერთ-ერთი სახლის ეზოში არსებული ჭას ასუფთავებდა, ჭიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. სახლის მეპატრონე კი მისი გადარჩენის მიზნით ჩავიდა ჭაში, თუმცა ამოსვლა ვერც მან მოახერხა.
ორივე გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
"რუსთავი2-ს" შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს.