



15 წლის ნატალიას საზოგადოების დახმარება სჭირდება - გოგონამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხერხემლისა და თავის ტვინის მძიმე დაზიანებები მიიღო. კლინიკაში გადაყვანისას იგი კომაში იყო და სუნთქვის მწვავე უკმარისობა, კისრის მალის მოტეხილობა და ტვინის ტრავმული შეშუპება აღენიშნებოდა. სპეციალისტების შეფასებით, არსებობს შანსი, რომ ნატალიამ სრულყოფილად შეძლოს გადაადგილება, თუმცა ამისთვის მკურნალობის თურქეთში გაგრძელებაა საჭირო.
რეაბილიტაციის კურსი მრავალმხრივია და მოიცავს როგორც სასიცოცხლო უნარ-ჩვევების აღდგენას, ასევე პაციენტის ფსიქო-ემოციურ, პოსტტრავმულ შედეგებზე მუშაობას. რეაბილიტაციის 6-თვიანი კურსის საფასური $90 000-ია.
სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ თანხა მითითებულ ანგარიშებზე ჩარიცხოთ:
თიბისი ბანკი (მიმღები ანა გოცირიძე) #GE45TB7575645061100005
საქართველოს ბანკი (მიმღები ანა გოცირიძე) #GE30BG0000000537762741
უცხოეთიდან შეგიძლიათ PayPal-ის მეშვეობით - Gotsiridzeani15@gmail.com.