06 თებერვალი 2023,   00:50
ვრცლად
ჩვენმა ამომრჩეველმა და საზოგადოებამ მიხეილ სააკაშვილი ძალიან დიდი ხნის წინ გააცილა ქართული პოლიტიკიდან - რატი იონათამიშვილი

მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. "ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი ქართული პოლიტიკიდან დიდი ხნის წასულია.

"ჩვენმა ამომრჩეველმა და საზოგადოებამ ის ძალიან დიდი ხნის წინ გააცილა ქართული პოლიტიკიდან. უბრალოდ, ამის აღიარება არ უნდოდა არც მას და არც მის თანაპარტიელებს. დღეს, ახლა, სააკაშვილი საკუთარ თანაპარტიელებზე რომ არის ნაწყენი, ესეც ბუნებრივია და ამის მიზეზებს ჩვენი საზოგადოება ხედავს, უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ მსგავსი საუბრები დღეს მაინც უფრო სპეკულაციური ხასიათის არის, ვინაიდან, მისი მიზანი არა ამ დანაშაულებებზე საუბარი და მათი აღიარებაა, არამედ პატიმარი სააკაშვილისთვის რაღაც ისეთი წინაპირობები შექმნას, რომ ის ზუსტად იმ მსჯავრებზე აარიდონ პასუხისგებას, რაზეც პასუხისმგებლობა მას ქართულმა სასამართლოებმა და მათ შორის, სტრასბურგის სასამართლომაც კი დააკისრა," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი. 

დღის ამბები