28 მარტი 2023,   13:36
ვრცლად
"ჩემი შვილი აღარ მედარდებოდა იმათ რომ ვუყურებდი...მაპატიეთ გთხოვთ" - დაშავებული პარაპლანისტის დედა 

გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული პირი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, პაციენტს თავის ტვინის შერყევა და ფეხის დაზიანება აღენიშნებოდა. 

მისი დგომარეობა, ამ ეტაპზე, მძიმეა, მაგრამ სტაბილური. აქვს მრავლობითი მოტეხილობა და ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ექიმების ცნობთ, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებული პირის დედამ მიუსამძიმრა:

"ვინც ჩემი შვილის დასახმარებლად მივიდა და ჩემი შვილის გამო დაიღუპა, იმათ ოჯახებს დიდ სამძიმარს ვუცხადებ. ძალიან გული შემტკივა მათზე, ჩემი შვილი აღარ მედარდებოდა იმათ რომ ვუყურებდი რა დღეში ჩაცვივდნენ. მაპატიეთ გთხოვთ,"- აცხადებს დაშავებული პარაპლანისტის დედა.

დღის ამბები