



თეთრი არაგვის ხეობიდან, სადაც გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა, ეკიპაჟის 8-ვე გარდაცვლილი წევრისა და ერთი ტურისტის ცხედარი უკვე ამოსვენებულია. ისინი პროზექტურაში გადაასვენეს და ექსპერტიზის პასუხი ცნობილი, დაახლობით, 2 კვირაში გახდება.
ტრაგედიის ადგილას მაშველები გვიან ღამემდე მუშაობდნენ და ამ წუთებშიც ადგილზე იმყოფებიან. ისინი სავარაუდოდ, უკვე ნებისმიერი სახის ნივთმტკიებულებას ეძებენ,
გუშინ, თეთრი არაგვის ხეობაში, გუდაურთან ახლოს, სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. მაშველები და ექიმები კლდეს შეჯახებული პარაპლანისტების დასახმარებლად მიდიოდნენ. ეკიპაჟის 8-ვე წევრი ადგილზე გარდაიცვალა, ასევე გარდაიცვალა უცხოელი პარაპლანისტი, ხოლო მეორე, მძიმე მდგომარეობით კლინიკაში მოათავსეს.
საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე, გამოძიება 275 მუხლითაა დაწყებული. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94 კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.