01 დეკემბერი 2022,   18:00
ვრცლად
ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის, თებერვლის შემდეგ პირველად, სატელეფონო საუბარი შედგა

ენტონი ბლინკენსა და სერგეი ლავროვს შორის, თებერვლის შემდეგ პირველად, სატელეფონო საუბარი შედგა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, სატელეფონო საუბარში მან ლავროვს განუცხადა, რომ შეერთებული შტატებს აქვს მოლოდინი, რომ რუსეთის მხრიდან შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის უსაფრთხო ტრანზიტის შესახებ შეთანხმების განხორციელების უზრუნველყოფა მოხდება.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ მსოფლიო არ დაუშვებს რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსიას და ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ქვეყანას დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევს. საუბრის შესახებ თავის მხრივ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც, სადაც აღნიშნულია, რომ დიპლომატების საუბარი უკრაინის კონფლიქტს შეეხო. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები ბოლომდე შესრულდება.

დღის ამბები