28 მარტი 2023,   13:27
ვრცლად
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე დაშვებულია.

მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

დღის ამბები