05 დეკემბერი 2022,   05:30
ვრცლად
რუსეთს ამერიკელი პატიმრების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს - CNN

CNN-ის ინფორმაციით, რუსეთი ამერიკელი პატიმრების, პოლ უელანისა და ბრიტნი გრაინერის სანაცვლოდ რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გარდა, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთმა აშშ-ს ასეთი სქემით გაცვლა არაფორმალურად შესთავაზა. კრასიკოვს 2021 წლის დეკემბერში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

CNN-ის ინფორმაციითვე, მათი წყაროები აცხადებენ, რომ რუსული მხარის ეს მოთხოვნა პრობლემატურია და ერთ-ერთი მიზეზის ამისა არის ის ფაქტი, რომ კრასიკოვი სასჯელს გერმანიაში იხდის. 

როგორც CNN-თან გერმანული ანონიმური წყარო აღნიშნავს, აშშ-ის მხარე გერმანელებს არაოფიციალურად მიმართა შეთავაზებით, შეიძლება თუ არა მსგავს გაცვლაში კრასიკოვის ჩართვა.

თუმცა როგორც წყარო აღნიშნავს, საუბრები მაღალ დონეზე არ შემდგარა და კასიკოვის შესაძლო გაცვლა სერიოზულად არც განხილულა. 

 

დღის ამბები