04 თებერვალი 2023,   06:33
ვრცლად
გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაურში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 94-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"გუდაურში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრზე სამაშველო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია,"- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

დღის ამბები