



მეტროში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭზე მოძალადე პოლიციელი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს, მას ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ პატრულ-ინსპექტორი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არაადამიანურად მოექცა არასრულწლოვანს, რომელსაც მისივე მეგობრების თანდასწრებით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.