28 მარტი 2023,   13:39
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მოწყობის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში, შპს "ეი თი იუ ჯორჯიამ" გაიმარჯვა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის (Duty free) მოწყობის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში, 97 ბიჯით შპს "ეი თი იუ ჯორჯიამ" (ATU) გაიმარჯვა.

გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულებას ხელი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) სათაო ოფისში, კომპანიის დირექტორმა  და ეი თი იუ ჯორჯიას სტრატეგიული მიმართულებების დირექტორმა აჰმეთ ქოთეჰნემ მოაწერეს. ხელშეკრულების ვადა 7 წლით განისაზღვრა.

წლის ბოლომდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფრენის დარბაზში ორი განსხვავებული კონცეფციის თავისუფალი ვაჭრობის (Duty free) სივრცე მოეწყობა, სადაც მგზავრებს სხვადასხვა ბრენდის პროდუქციის ყიდვა შეეძლებათ.

დღის ამბები