29 იანვარი 2023,   15:27
ვრცლად
მოსკოვის ერთ-ერთ "ჰოსტელში" გაჩენილ ხანძარს, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მოსკოვის ერთ-ერთ "ჰოსტელში" გაჩენილ ხანძარს, 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ბრატევოს რაიონში მოხდა. მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს ცნობით, ხანძარი 16-სართულიანი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა.

4 ადამიანი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. შენობიდან ევაკუირებულია 200 ადამიანი. ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები