კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა
29-07-2022 13:26
თავდასხმა სავარაუდოდ ისლამისტმა მებრძოლებმა მოაწყვეს.
თავდამსხმელები ადგილობრივებს ცეცხლსასროლი იარაღით და მაჩეტებით გაუსწორდნენ.გაეროს ინფორმაციით, ბოლო წლებში მხოლოდ ამ დაჯგუფებამ კონგოში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა.