29 იანვარი 2023,   16:11
ვრცლად
საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში.

საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2022 წლის ანგარიშში, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

"საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.

საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს",- აღნიშნულია ანგარიშში.

დღის ამბები