



ახალგაზრდულმა პროგრამამ "ჰიგიენის მცველები" სტარტი აიღო. პროექტის ფარგლებში, ტრენინგები, სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის, ჰიგიენის დაცვისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ გაიმართება.
პროგრამაში ჩართული არიან განათლების მიღმა დარჩენილი მოზარდები, მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრების, თავშესაფრების და მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები. პროგრამას გაეროს ბავშვთა ფონდი, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრთან პარტნიორობით და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ანხორციელებს.