25 მარტი 2023,   11:08
ვრცლად
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, აქცია გამართეს. "აფხაზეთი საქართველოა", "პუტინი კლავს" - ახალგაზრდებმა საგარეო უწყებასთან მსგავსი შინაარსის პლაკატები მიიტანეს.

აქციის მონაწილეებმა, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ვითარება გააპროტესტეს, სადაც სოხუმის ე.წ. პარლამენტი ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკისა" და მიწების რუსეთის საკუთრებაში გადაცემას გეგმავს.

დემონსტრაციის მონაწილეებმა საქართველოს ხელისუფლებისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვეს.

დღის ამბები