28 მარტი 2023,   12:25
ვრცლად
ბობოყვათის სამკერვალოს 50-მდე თანამშრომლის მოწამვლის ფაქტზე შრომის ინსპექცია მოკვლევას განაგრძობს

ბობოყვათის სამკერვალოს 50-მდე თანამშრომლის მოწამვლის ფაქტზე შრომის ინსპექცია მოკვლევას განაგრძობს. მოკვლევის შემდეგ უნდა გაირკვეს, რეალურად რამ გამოიწვია სამკერვალო საწარმოში მასობრივი ინტოქსიკაცია. შრომის ინსპექტორებმა უკვე დაათვალიერეს ობიექტი, ასევე მიმდინარეობს პერსონალის გამოკითხვაც.

შეგახსენებთ რომ , ფაბრიკის თანამშრომლები შეუძლოდ ერთდროულად გახდნენ და მოწამვლისთვის დამახასიათებელი ჩივილებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ისინი სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. სამის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებო იყო და ისინი ამ დრომდე რჩებიან რეანიმაციულ განყოფილებაში. თავდაპირველი ვერსია, გაზით ინტოქსიკაცია, სოკარ ჯორჯიამ უკვე გამორიცხა, რადგან საწარმოს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა. ასევე გამოირიცხა კვებითი ინტოქსიკაციაც - მოკვლევა გრძელდება.

დღის ამბები