



გალის რაიონში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება, გამოგონილ ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებს. საოკუპაციო რეჟიმი 24 წლის ქალს ქართული მხარის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ადანაშაულებს.
წინასწარი ინფორმაციით, დაკავებული ამჟამად სოხუმში, ე.წ. უშიშროების სამსახურის იზოლატორშია მოთავსებული. საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილი უკანონობის შესახებ ინფორმირებულები არიან პარტნიორები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი.
ნაბაკევში ქრისტინე თაკალანძის მამის სახლში ოკუპანტების სპეცსამსახურები შტურმით შევიდნენ. ვიდეომასალა, სადაც საქართველოს მოქალაქის დაკავებაა ასახული, აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმა გაავრცელა.