27 იანვარი 2023,   22:53
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი აშშ-ში - კალიფორნიაში ხანძრის კერები გაორმაგდა

ბოლო 24 საათში კალიფრონიის შტატში ხანძრის კერების რაოდენობა გაორმაგდა. მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, ასობით მეხანძრე და ვერტმფრენი, ამ დრომდე, ცეცხლის ლოკალიზებას ვერ ახერხებს.

ცეცხლი დასახლებული ტერიტორიებისკენ სწრაფად მიიწევს, რის გამოც შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სტიქიის ზონიდან ათასობით ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.

ცეცხლის კერებმა იოსემიტის ეროვნულ პარკთანაც მიაღწია. იმ შემთხვევაში, თუ მეხანძრეები ხანძარს ვერ ჩააქრობენ, შესაძლოა, ცეცხლმა სან-ფრანცისკომდე მიაღწიოს.

სტიქიის ზონაში მეხანძრეებს ყოველ 45 წუთში 6 ათასი ლიტრი წყალი მიაქვთ. ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ ცეცხლის კვამლი კოსმოსიდანაც ჩანს.

ხანძარი პარასკევს გაჩნდა და უკვე ათასობით ჰექტარი ტერიტორია გადაწვა. ვარაუდობენ, რომ მეხანძრეები სტიქიის გაკონტროლებას უახლოესი დღეების განმავლობაშიც ვერ შეძლებენ.

დღის ამბები