04 თებერვალი 2023,   05:55
ვრცლად
დაბომბვა, მოსახლეობის დაშინება, მასობრივი რეპრესიები - უკრაინაში ხერსონის დასაბრუნებლად კონტრშეტევა გრძელდება

უკრაინაში ომის მეექვსე თვე დაიწყო. სამხედრო დაპირისპირების 152-ე დღეს გრძელდება კონტრშეტევა ხერსონის დასაბრუნებლად. დღის ბოლოს უკრანულმა არმიამ, რუსული არმიის გადაადგილების შეფერხების მიზნით, სამ ხიდს ცეცხლი გაუხსნა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. პარალელურად კი, ოკუპირებულ ხერსონში ადგილობრივების დაშინება და მასობრივი რეპრესიები გრძელდება.

რუსეთის სამხედრო ძალებმა დნეპროპეტროვსკის ოლქი დაბომბეს. არიან დაშავებულები, მათ შორის, 10 წლის ბავშვი.

საზენიტო რაკეტებით დაიბომბა ნიკოპოლის ტერიტორია. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოების ობიექტები და გაზსადენი.

ოდესის დაბომბვის შედეგები მძიმეა, პირობა საპორტო ქალაქში ტვირთის უსაფრთხოდ მოძრაობის შესახებ დარღვეულია. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აფეთქება იყო ქალაქ ჩუგუევში. განადგურდა სკოლა და ქალაქის კულტურის სახლი. მაშველები ვარაუდობენ, რომ შენობების ნანგრევების ქვეშ, შესაძლოა, მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ მოყოლილი. 

დღის ამბები