04 თებერვალი 2023,   07:16
ვრცლად
უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-ის მიერ მიწოდებული "ჰაიმარსის" სარაკეტო სისტემების დახმარებით, რუსული საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურეს

უკრაინელმა სამხედროებმა, აშშ-ის მიერ მიწოდებული "ჰაიმარსის" სარაკეტო სისტემების დახმარებით, რუსული საბრძოლო მასალის 50 საწყობი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ავრცელებს.

"ეს წყვეტს მათი (რუსული) მომარაგების ქსელს და ართმევს შესაძლებლობას, განახორციელონ აქტიური საომარი მოქმედებები და დაბომბონ ჩვენი შეიარაღებული ძალები მძიმე საარტილერიო ცეცხლით," - განაცხადა რეზნიკოვმა.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინამ პირველი თვითმავალი საზენიტო "გეპარდის" ტიპის დანადგარების პარტია მიიღო.

"დღეს ოფიციალურად შემოვიდა პირველი სამი "გეპარდი", ეს არის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რისთვისაც რამდენიმე ათეული ათასი ვაზნა გადმოგვეცა," - განაცხადა მან.

დღის ამბები