31 მარტი 2023,   11:17
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" ადვოკატმა მოინახულა

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში ადვოკატმა მოინახულა. მისი თქმით, დღესვე დაიწყება ამერიკელი ექსპერტებისთვის ლიცენზიის მიღების პროცედურებიც, რათა უცხოემა სპეციალისტებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შემსწავლელ ექსპერტიზაში მონაწილეობა შეძლონ.

კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, ექსპრეზიდენტის გამოკვლევა დასრულებულია და იგი გადაყვანილია პალატაში. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სხვადასხვა დაავადებებიდან გამომდინარე მას უტარდება ყველა სახის საჭირო მკურნალობა. 

დღის ამბები