28 იანვარი 2023,   04:22
ვრცლად
მოხდება დეპოლარიზება, როგორც კი მათ ჩამოვაშორებთ მმართველობას - გიორგი ვაშაძე "ქართულ ოცნებაზე"

ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შეხვედრებს მართავს - ალტერნატიულ სამუშაო ჯგუფებში განიხილავენ, რა საკანონდებლო ცვლილებები უნდა მომზადდეს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებას. პროცესში ჩართულია მესამე სექტორი, თუმცა ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განმარტებით, დეპოლარიზაცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ მოხდება.

"არანაირი პარალელური პროცესი არ არსებობს, არსებობს სამუშაო პროცესი. მე შეხვედრის დაწყებამდეც ვთქვი, რომ თუ მომიყვანთ ადამიანს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, ვინც დეტალურად იცის რა რეფორმებია გასატარებელი კანდიდატის სტატუსის მისაღებად, კი ბატონო, მადლობას გეტყვით. ასეთი ადამიანი ფიზიკურად არ არსებობს, იმიტომ, რომ ყველა საკითხი ჯერ არ არის ნამსჯელი ფართო საზოგადოებრივ ფორმატში. ამიტომ, ჩვენ რა პროცესიც დავიწყეთ, ეს არის ზეინკლუზიური პროცესი.

რაც შეეხება დეპოლარიზებას, როგორც კი ჩვენ შევცვლით ხელისუფლებას, მშვიდად და წყნარად მივხედავთ აღმშენებლობის პროცესს, საქმის კეთებას გასაყოფი არაფერი არ გვაქვს. მოხდება დეპოლარიზება, როგორც კი მათ ჩამოვაშორებთ მმართველობას," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

ალტერნატიული ჯგუფების შექმნა "ქართული ოცნებისთვის" ოპოზიციის ალტერნატიულ რეალობაში ყოფნას ნიშნავს. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია რამდენიმე პარტიამ დამოუკიდებლად რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს.

დღის ამბები