31 მარტი 2023,   11:08
ვრცლად
"ვითიბი ბანკის" ყიდვასთან დაკავშირებით, ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა, თუმცა ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ - ეროვნული ბანკის განცხადება

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, "ვითიბი ბანკის" ყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა.

მათივე ცნობით, ვინაიდან "ვითიბი ბანკი" არის სანქცირებული, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხები დაინტერესებულმა მხარეებმა  აშშ ხაზინის დეპარტამენტთან უნდა შეათანხმონ.

"ჩვენთვის ცნობილია, რომ "ვითიბი ბანკის" ყიდვასთან დაკავშირებით არაერთი ინტერესი არსებობს. თუმცა, ოფიციალურად ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შემოსულა. საჯაროდ კონკრეტული კომპანიებისა და გვარების გაცხადების უფლება ამ ეტაპზე არ გვაქვს. თუმცა, შეგვიძლია დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი გარიგება მოხდება გამჭვირვალედ, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. გამომდინარე იქიდან, რომ "ვითიბი ბანკი" არის სანქცირებული აშშ ხაზინის დეპარტამენტის მიერ, შესაბამისად, მის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი გარიგება მხარეებმა უნდა შეათანხმონ აშშ ხაზინის დეპარტამენტთან. ეროვნული ბანკი მხოლოდ ამ თანხმობის შემთხვევაში გასცემს თანხმობას ტრანზაქციაზე", - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

დღის ამბები