05 თებერვალი 2023,   23:48
ვრცლად
"ათობით კომპანია რუსულ, სისხლიან, სანქცირებულ ნავთობს ეზიდება საქართველოში" - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" მორიგი ბრალდება ხელისუფლებას - ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, კონკრეტულ ბიზნესმენებს, მთავრობის დახმარებით, საქართველოში რუსული ნავთობი შემოაქვთ. მან კონკრეტული  კომპანიებიც ჩამოთვალა და მათგან განმარტებები მოითხოვა.

"სამწუხაროდ, ათობით კომპანიაა საქართველოში, რომელიც რუსულ, სისხლიან ნავთობს ეზიდება საქართველოში, მათ შორის "ვისოლ ჯგუფი". მეორე კომპანიაა "არაგვი იმპექსი" და მესამე ცხადია "ლუკოილი", რომელიც სხვადასხვა თაღლითური გზით დაატარებს სანქცირებულ ნავთობპროდუქტებს საქართველოში. ჩვენ ამ სამ კომპანიას და დანარჩენ ათს, ვაძლევთ რამდენიმე დღეს, რომ საჯაროდ გამოვიდნენ და თქვან, რომ შეეშვებიან სანქცირებული რუსული ნავთობის შემოტანას საქართველოში," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილს მმართველ გუნდში უპასუხეს.

"ომის დაწყებიდან დღემდე ყოველდღიურად რუსეთს შესდის დაახლოებით 900 მილიონი დოლარის შემოსავალი ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან, მათ შორის ევროპისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

დღის ამბები