31 მარტი 2023,   10:56
ვრცლად
წვიმა და ელჭექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +34 - როგორი ამინდია მოსალოდნელი 1 აგვისტომდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რეგიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. 

უწყების ცნობით, საქართველოს აღმოსავლეთით ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს.

"1 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25, +30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი," - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. 

დღის ამბები