30 ნოემბერი 2022,   12:21
ვრცლად
"პრაიმ ჰაუსის" პირველი სეზონის გამარჯვებული ცნობილია - მაყურებლის რჩეული გიორგი ნაზღაიძე გახდა

ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუს "პრაიმ ჰაუსის" პირველი სეზონის მაყურებლის რჩეული და გამარჯვებული, გიორგი ნაზღაიძე გახდა.

"პრაიმ ჰაუსის" გამარჯვებულის ტიტულის და მთავარი პრიზისთვის პროექტის ორი მონაწილე, გიორგი ნაზღაიძე და ანი ყიფშიძე იბრძოდა. კონკურსანტებს პროექტის სხვა მონაწილეებიც გულშემატკივრობდნენ.

"პრაიმ ჰაუსი" საქართველოს მასშტაბით, სატელევიზიო შოუების უპირობო ლიდერია. პროექტის ფინალში, ზარების, ესემესების და ონლაინ პლატფორმის შედეგებმა რეკორდები მოხსნა.

ის რომ, პრაიმ ჰაუსი ლიდერობას არ თმობს, სატელევიზო რეიტინგების გარდა, სოციალურ ქსელშიც კარგად ჩანს, სადაც ფინალურ ეპიზოდს რეკორდული რაოდენობა 73 500 ერთდროული მაყურებელი უყურებდა.

პრაიმ ჰაუსის შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა ჟიურის წევრებისთვის. მათი თქმით, პროექტში ხალხის ჩართულობა, ყოველ გადაცემაში იგრძნობოდა.

ფინალურ ეპიზოდს, "პრაიმ ჰაუსის" თითქმის ყველა მონაწილე ესწრებოდა. ამბობენ, რომ გიორგი ნაზღაიძის გამარჯვება, მათთვის გასაკვირი არ ყოფილა. ყვებიან იმასაც, რომ რეალითი შოუმ მათ ყველაზე დიდი წარმატება და პოპულარობა მოუტანა.

კვირის განმავლობაში, რეალითი შოუს მონაწილეები ონლაინ პლატფორმაზე ყველაზე მეტ ნახვებს აგროვებდნენ, "პრაიმ ჰაუსმა" მონაწილეების გამომწერების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

წლების განმავლობაში მსგავსი პროექტი ქართულ ბაზარზე არ არსებობდა, თუმცა რეალითი შოუს წარმატებას თავიდანვე წინასწარმეტყველებდა პროექტის შემოქმედებითი ჯგუფი. სწორედ ამ პროექტის რეკორდულმა რეიტინგმა განაპირობა ის, რომ მალე "რუსთავი 2"-ის ეთერში "პრაიმ ჰაუსის" მეორე სეზონი დაიწყება.

დაპირისპირებები, კონკურენცია, ახალი დაუგეგმავი ცხოვრება, სივრცე, საიდანაც გამოსვლა არ შეიძლება, მოულოდნელი ინტრიგები და ადამიანების რეალური ხასიათი, - "პრაიმ ჰაუსს" ეს ყველაფერი გამოარჩევს და სატელევიზიო სივრცეში უკონკურენტო ლიდერად აქცევს.

დღის ამბები