06 დეკემბერი 2022,   08:21
ვრცლად
უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ დღეში ოდესის დაბომბვა ძალადობრივი ქმედებაა, რომელიც დაგმობილი უნდა იყოს - სალომე ზურაბიშვილი

"ოდესის დაბომბვა, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო ექსპორტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთ დღეში მოხდა, არის ძალადობრივი ქმედება, რომელიც დაგმობილი უნდა იყოს," – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერის" სოცქსელში წერს.

"ეს მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს არც საკუთარ სიტყვას და არც გლობალურად არსებულ ჰუმანიტარულ და მომარაგებასთან დაკავშირებულ ვითარებებს," –  წერს სალომე ზურაბიშვილი.

რუსებმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტი დღეს დაბომბეს.

დღის ამბები