27 იანვარი 2023,   20:48
ვრცლად
შს სამინისტროს განცხადებით, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები​ კასპის პოლიციის უფროსთან დაკავშირებით ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებენ

შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ სხვადასხვა ტელეარხები ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს კასპის პოლიციის უფროსს, გიორგი ჩოქურსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა ტელეარხის საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ მცდარ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კასპის პოლიციის უფროსს, გიორგი ჩოქურსა და ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის ქუჩური გარჩევა მოხდა.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დისკრედიტაციას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას,"- ნათქვამია განცხადებაში. 

დღის ამბები