02 აპრილი 2023,   00:05
ვრცლად
რუსთავში, გინესის რეკორდსმენის და ველომრბოლელის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველომსვლელობა გაიმართა

რუსთავში, ცნობილი მოგზაურის, გინესის რეკორდსმენის და ველომრბოლელის ჯუმბერ ლეჟავას სახელობის ველომსვლელობა გაიმართა. რუსთავის მერი საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრთან ერთად ველომრბოლელებს შეხვდა და ქალაქში ველოსპორტის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ღონისძიება ჯუმბერ ლეჟავას ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დასრულდა. ჯუმბერ ლეჟავამ მსოფლიოს გარშემო ველოსიპედით მოგზაურობა, 29 წლის წინ, სწორედ რუსთავიდან დაიწყო.

 

დღის ამბები