



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი "ევროპის უნივერსიტეტში" იმყოფებოდა. ოთარ შამუგიას უნივერსიტეტის რექტორმა უმასპინძლა.
მინისტრი "ევროპის უნივერსიტეტის" ვეტერინარიის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები და კაბინეტები დაათვალიერა.