



ბოჭორმის ციხე-კომპლექსის შესანარჩუნებლად, რამდენიმე წელზე გათვლილი, ჯერ საკონსერვაციო, ხოლო შემდგომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება.
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი მცხეთა-მთიანეთის მხარეში იმყოფებოდა, სადაც ადგილზე მიიღო ინფორმაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ბოჭორმის ციხისა და წმინდა გიორგის ეკლესიის მძიმე მდგომარეობის შესახებ, რომელსაც 90-იან წლებში ჩატარებული გამაგრებითი და საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ, რეაბილიტაცია არ ჩატარებია.