04 თებერვალი 2023,   06:41
ვრცლად
პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, იდენტიფიცირებულია 1937 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი 3 ადამიანის ნეშტი - ირაკლი იმნაიშვილის ჟურნალისტური გამოძიება

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, იდენტიფიცირებულია 1937 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი 3 ადამიანის ნეშტი. ირაკლი იმნაიშვილის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, ხელვაჩაურში, ყოფილი საბჭოთა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ნაპოვნი იქნა სამარხი, რომლის გახსნის შემდეგაც დახვრეტილი მოქალაქეების ნეშტები ამოიღეს.

მეხუთე სამარხში აღმოჩენილ თითქმის ყველა ნეშტს, ხელები უკან ჰქონდა შეკრული. საარქივო მასალებიდან ცნობილია, რომ რეპრესირებულებს დახვრეტამდე ხელებს უკრავდნენ.

ცხედრების ნარჩენებს, ევროპის საერთაშორისო ლაბორატორიაში დნმ კვლევა ჩაუტარდათ, პროექტმა კი ქართველი, ამერიკელი, პოლონელი და ბრიტანელი სპეციალისტები გააერთიანა.

საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფისთვის საველე ლაბორატორიის მოწყობა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყო, საგამოძიებო პროექტი კი საქართველოს სასამართლო ანთროპოლოგიის ასოციაციასთან პარტნიორობით ჩატარდა.

ავტორი: ირაკლი იმნაიშვილი 

 

 

 

დღის ამბები