30 იანვარი 2023,   08:02
ვრცლად
სად იმყოფება ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად უკრაინის ლიდერს სპეციალური ვიდეოს ჩაწერა მოუწია

რუსმა ჰაკერებმა უკრაინული რადიო "მელოდია FM"-ის ეთერში შეაღწიეს და გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მძიმე მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება და მის მოვალეობას უმაღლესი რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი ასრულებს.

დეზინფორმაციის გასაქარწყლებლად სპეციალური ვიდეოს ჩაწერა მოუწია ვოლოდიმირ ზელენსკის გავრცელებულ ვიდეოში უკრაინის ლიდერი ამბობს, რომ ის ცოცხალი და ჯანმრთელია და საკუთარ კაბინეტში იმყოფება.

"მე კაბინეტში ვარ. არასდროს მიგრძვნია თავი ისე ძლიერად, როგორც ახლა და ცუდი ამბავი მაქვს მათთვის, ვინც ასეთ ყალბ ინფორმაციას ავრცელებს - მე არ ვარ მარტო, ჩემნაირი 40 მილიონია. ხანდაზმული ასაკისადმი ჩემი დიდი პატივისცემა, მაგრამ 44 არ არის 70," - ამბობს ზელენსკი გავრცელებულ ვიდეოში.

დღის ამბები