



შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში საგამოცდო პროცესს გაეცნო. სოფიო გორგოძის ინფორმაციით, გამოცდები ქუთაისის სამივე ცენტრში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
აბიტურიენტებისთვის გამოცდები ხვალ დასრულდება. პედაგოგებისა და მაგისტრობის მსურველებისთვის კი გაგრძელდება.
ქვეყნის მასშტაბით, გამოცდებს რეგისტრირებული აბიტურიენტების 95% დაესწრო, ამასთან დაფიქსირდა დაგვიანებისა და გამოცდებიდან მოხსნის ფაქტებიც. გამოცდების შედეგები ივლისის ბოლოდან გახდება ცნობილი.