01 აპრილი 2023,   23:13
ვრცლად
რუსთავის მერია ქალაქის სტადიონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ახორციელებს

საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" განვითარებისა და სპორტსმენებისთვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, რუსთავის მერია, ქალაქის სტადიონის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პარალელურად, რუსთავის მუნიციპალიტეტი, საფეხბურთო კლუბის მენეჯმენტთან ერთად, კლუბის და ზოგადად, ქალაქში ფეხბურთის განვითარების გრძელვადიან გეგმაზეც მუშაობს.

ამ ეტაპზე, რეაბილიტაცია სტადიონის სასტუმრო კომპლექსსა და სასადილოს უტარდება. პროექტის ღირებულება 204 ათას 826 ლარია. სამუშაოების მიმდინარეობას რუსთავის მერი ადგილზე გაეცნო.


 

დღის ამბები