29 იანვარი 2023,   16:38
ვრცლად
უკრაინამ შესაძლოა, სახელმწიფო სუვერენიტეტის ნარჩენები დაკარგოს და საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან - მედვედევი

"უკრაინამ შესაძლოა, სახელმწიფო სუვერენიტეტის ნარჩენები დაკარგოს და საერთოდ გაქრეს მსოფლიო რუკიდან" - ამის შესახებ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, უკრაინამ დაკარგა სახელმწიფო დამოუკიდებლობა და მოექცა კოლექტიური დასავლეთის უშუალო კონტროლის ქვეშ. კიევმა ასევე დაიჯერა, რომ ნატო უზრუნველყოფდა მის უსაფრთხოებას.

მედვედევი ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას განაგრძობს და გლობალური კონფლიქტის რეალურ საფრთხეს ქმნის.


დღის ამბები