01 აპრილი 2023,   23:22
ვრცლად
"განახლებული რეგიონების" ფარგლებში დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ სახელმწიფო პროგრამა "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, დაბა თიანეთში, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღდგა პარკთან დამაკავშირებელი ხიდი, დაეგო ქვაფენილი, მოეწყო სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია და ბავშვთა გასართობი კუთხე. ამ ეტაპზე კი გამწვანებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება ღია სცენასა და მაყურებლების სივრცეს.

დღის ამბები