30 იანვარი 2023,   09:26
ვრცლად
ზელენსკიმ შესაძლოა, რამდენიმე გავლენიან პოლიტიკოსს მოქალაქეობა ჩამოართვას

უკრაინის პრეზიდენტმა შესაძლოა ხელი მოაწეროს განკარგულებას და რამდენიმე გავლენიანი პოლიტიკოსისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" წერს.

მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვას უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის, ერთ-ერთი პრორუსული პარტიის თანათავმჯდომარე ვადიმ რაბინოვიჩს და დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის მოქმედ ხელმძღვანელს გენადი კორბანს.

საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, "ბელინგქეთის" ჟურნალისტი ხრისტო გროზევი წერს, რომ ოლიგარქებთან ერთად ზელენსკიმ მოქალაქეობა საკუთარი პარტიის დეპუტატსაც კი ჩამოართვა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოლიგარქ რაბინოვიჩს ღალატში ბრალს მალე წაუყენებენ.

ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინის კანონით განსაზღვრული ოლიგარქის მახასიათებლებს ექვემდებარება დაახლოებით 86 ადამიანი.

დღის ამბები