29 იანვარი 2023,   17:23
ვრცლად
რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ- ვოლოდიმირ ზელენსკი

დამატებითი იარაღის მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა კიდევ ერთხელ უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ, ღამის მიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც მას ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ შეუძლია და სწორედ ამიტომ, უკრაინა პარტნიორებმა თანამედროვე შეიარაღებითა და ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემებით დროულად უნდა უზრუნველყოს.

"ჩვენი სახელმწიფოს წარმომადგენლებს ერთი დღეც არ შეუწყვიტავთ მუშაობა ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემების მოსაპოვებლად და ჩვენ გვაქვს გარკვეული შეთანხმებები და წარმატება ამ მიმართულებით, რაც საშუალებას გვაძლევს გავანადგუროთ რუსული რაკეტების ნაწილი, თუმცა საჭიროა თავდაცვის სრულიად განსხვავებული სისწრაფე და მასშტაბი.

ყველაფერი დამოკიდებულია, სამწუხაროდ, არა ჩვენზე, არამედ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საკვანძო დედაქალაქებში უნდა იქნას მიღებული. როდესაც ჩვენ მივმართავთ პარტნიორებს ამა თუ იმ თხოვნით, ეს ეფუძნება უკრაინის გამოცდილებას, იმას, რაც უკვე გამოვიარეთ.

რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ეს დაიწყო გაზის ომებით და დასრულდა სრულმასშტაბიანი შემოჭრით, სარაკეტო ტერორით და უკრაინის გადამწვარი ქალაქებით. ეს რომ სხვას არ დაემართოს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთობლივი გამარჯვება რუსეთზე უკრაინაში",-აცხადებს ზელენსკი

დღის ამბები