27 იანვარი 2023,   21:37
ვრცლად
ძაღლი "პატრონი", რომელიც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში მუშაობს, იუბილარია

უკრაინელი ძაღლი  "პატრონი", რომელიც უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში მუშაობს, იუბილარია - ის 3 წლის გახდა. სოციალურ ქსელში იუბილარის სახელით განცხადებაც გავრცელდა. 

"ვიცი, ფიქრობთ რა მაჩუქოთ. პირველ რიგში ღიმილი! თუმცა, ერთი თხოვნაც მაქვს: გთხოვთ ყველას, ვისაც ამის საშუალება გაქვთ, შევაგროვოთ თანხა იმ ძაღლებისა და ფისოების გამოსაკვებად, რომლებსაც ამჟამად საკუთარი სახლი არ აქვთ," - წერია განცხადებაში.

ძაღლი სახელად პატრონი 24 თებერვლის შემდეგ აქტიურად მონაწილეობს განაღმვით სამუშაოებში. მან ასობით ნაღმი აღმოაჩინა ომის დაწყების შემდეგ.

დღის ამბები