27 იანვარი 2023,   22:09
ვრცლად
კენჭისყრის შედეგად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატი, რიში სუნაკი და ლიზ ტრასი დარჩა

კენჭისყრის შედეგად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე ორი კანდიდატი, რიში სუნაკი და ლიზ ტრასი დარჩა,- ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ BBC  ავრცელებს.

"დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, კონსერვატორი დეპუტატების კენჭისყრის მეხუთე რაუნდის შედეგად, პარტიის თავმჯდომარეობის და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებიდან სავაჭრო პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პენი მორდონტი გამოირიცხა, რომელმაც ყველაზე ნაკლები – 105 ხმა დააგროვა, ლიზ ტრასს 113-მა კონსერვატორმა დეპუტატმა მისცა ხმა, რიში სუნაკს კი – 137-მა",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

დღის ამბები