30 იანვარი 2023,   08:42
ვრცლად
ოპოზიციური სპექტრი აპირებს, ევროპელ კანონმდებლებს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმა გააცნოს

ევროპარლამენტის დელეგაცია ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებსა და უფრაქციო დეპუტატებს შეხვდება. ოპოზიციური სპექტრი აპირებს ევროპელ კანონმდებლებს საკუთარი გეგმა გააცნოს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობს, რომ ყველა პუნქტთან დაკავშირებით დამუშავდება კანონპროექტები არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციების საფუძველზე და შემდეგ ეს დარეგისტრირდება პარლამენტში.

გიორგი ვაშაძე ითხოვს, რომ ევროპარლამენტმა ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ გეგმასთან ერთად განიხილოს ოპოზიციის გეგმა და კანონპროექტებიც.

ევროპარლამენტარების ვიზიტს მნიშვნელოვანს უწოდებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი და ამბობს, რომ იმ სიტუაციაში, როდესაც ევროპარლამენტარების ვიზიტი "ქართულ ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკის ფონზე მიმდინარეობს, ოპოზიციის მხრიდან პოზიტიური დღის წესრიგის წარდგენა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, სამუშაოების წარმოება მიაჩნია ყველაზე მნიშვნელოვნად "გირჩის" წევრ ჰერმან საბოს და ოპოზიციური სპექტრის თანამშრომლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

დღის ამბები